ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
„საკმაოდ შეზღუდული უნდა იყოს იმ ნივთების სია, რასაც წავიღებთ საგამოცდო ცენტრში“ – ამის შესახებ 2022 წლის აბიტურიენტების საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ისაუბრა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი აბიტურიენტებს შესაბამის კალამს ადგილზე დაახვედრებს, ზოგიერთს სურს, რომ საკუთარი კალამით მივიდეს და მათ ეს შეუძლიათ ისევე, როგორც პირბადის ტარება სურვილის შემთხვევაში.
სად და როგორ ავარჩიოთ გამოცდისთვის კალამი
„შეგიძლიათ, წამოიღოთ წყალი პლასტმასის ბოთლით. ასევე კალამი, თუ ამის სურვილი გაქვთ, მაგრამ კალამს ჩვენ დავახვედრებთ თუ არ მოიტანს აბიტურიენტი. ასევე, პირადი ჰიგიენის ნივთების შემოტანაც შეუძლიათ. დანარჩენი ყველაფერი უნდა დატოვონ სპეციალურ სივრცეში, სადაც ნივთებს ვაბარებთ. სჯობს, რომ ბევრი ნივთი არ ჰქონდეთ, რომ ამან ბევრი დრო არ წაიღოს და ასევე, ძალიან უნდა გავფრთხილდეთ, რომ რაიმე არ შეგვყვეს, ან ფურცელი, ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს.
ტელეფონი, რა თმა უნდა, არ უნდა შეყვეს… საათიც არ შეიძლება. ჩვენ შესვლამდეც ვაფრთხილებთ აბიტურიენტს და მეთვალყურეც ეუბნება ხომ არ აქვთ რაიმე ნივთი, რადგან, როცა უკვე მიმდინარეობს ტესტირება, თუ ამ დროს აღმოჩნდა ასეთი მასალა, სამწუხაროდ, აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან. თუკი ვინმეს მედიკამენტი სჭირდება, აუცილებლად უნდა შეიტანოს“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება.