გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ეროვნული გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა იმ აბიტურიენტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც გამოცდის დროს კოვიდინფიცირებულები იქნებიან.
„თუ გამოსაცდელ პირს, ჩვენს აბიტურიენტებს, გამოცდის დღეს დადასტურებული ექნებათ კოვიდი, ჩვენ მათთვის დამატებით სესიას დავაორგანიზებთ და ეს დამატებითი გამოცდა მათ დამატებითი სესიის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ასე რომ, მათ უწყვეტ რეჟიმში ექნებათ საგამოცდო პროცესთან ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, რომ წინა წელს, მსგავს სიტუაციაში, ჩვენ უკვე დავაორგანიზეთ აბიტურიენტებისთვის გამოცდები“, - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.
მისივე თქმით, დამატებითი სესიის ორგანიზებისთვის, ინფიცირებული პირი ჯანდაცვის ბაზაში უნდა იყოს რეგისტრირებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ.