1728462720
„რეიკის“ გამოჩენის შემდეგ, ძაღლები რამდენიმე დღით იკარგებოდნენ, არ ჭამდნენ, ორმოებს თხრიდნენ... რამდენიმეს გულიც გაუსკდა“ - ერეკლე შონია აქამდე უცნობ კვლევებზე
უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არამიწიერ არსებებთან ათასწლეულებს ითვლის, თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათი არსებობის მაინც არ სჯერა. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და მსოფლიოში, როგორც საქართველოში, „რჩეულებს“ მათთან გასაიდუმლოებული კომუნიკაციაც კი ჰქონიათ.
ამ სამყაროში მარტონი რომ არ ვართ, ეს არაერთი ფაქტითა თუ კვლევით დასტურდება, თუმცა, არამიწიერ არსებებს ადამიანზე უკეთ ცხოველები ხედავენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ უფოლოგი ერეკლე შონია საუბრობს.
ჩვენს კითხვაზე, რატომ არსებობს საზოგადოებაში მოსაზრება, რომ კატები არამიწიერ არსებებთან კავშირს ამყარებენ და ძაღლებისგან განსხვავებით, მათი ქცევა არ იცვლება, უფოლოგი ვრცელ განმარტებას გვთავაზობს.
„გავიხსენოთ „რეიკის“ შემთხვევა, იყო ექსპედიცია, ის სპეციალური დავალების შესასრულებლად ჩამოვიდა. ასეთ დროს, ძაღლი არამიწიერი არსებებისთვის საშიშროების შემქმნელია, ქმნის ხმაურს. მეორეც, არ ვიცით რატომ, მაგრამ ძაღლს და ძაღლისებრთა ოჯახს, მგლებს, ტურებს ამის ძალიან ეშინოდათ და ტერიტორიას ტოვებდნენ. არამიწიერი არსებები უშვებენ ისეთ ბგერებს, რომელიც ამ სახეობებზე მოქმედებს და ძალიან დიდ შიშს იწვევს. განაგრძეთ კითხვა