1728456679
Exclusive: „კატის აღებული ინფორმაციიდან, ადამიანი ხილვის სახით, ხედავდა მეორე ადამიანს...“ - კვლევები, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ
უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არამიწიერ არსებებთან ათასწლეულებს ითვლის, თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათი არსებობის მაინც არ სჯერა. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და მსოფლიოში, როგორც საქართველოში, „რჩეულებს“ მათთან გასაიდუმლოებული კომუნიკაციაც კი ჰქონიათ.
ამ სამყაროში მარტონი რომ არ ვართ, ეს არაერთი ფაქტითა თუ კვლევით დასტურდება, თუმცა, არამიწიერ არსებებს ადამიანზე უკეთ ცხოველები ხედავენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ უფოლოგი ერეკლე შონია საუბრობს.
ჩვენს კითხვაზე, რატომ არსებობს საზოგადოებაში მოსაზრება, რომ კატები არამიწიერ არსებებთან კავშირს ამყარებენ და ძაღლებისგან განსხვავებით, მათი ქცევა არ იცვლება, უფოლოგი ვრცელ განმარტებას გვთავაზობს.
„გავიხსენოთ „რეიკის“ შემთხვევა, იყო ექსპედიცია, ის სპეციალური დავალების შესასრულებლად ჩამოვიდა. ასეთ დროს, ძაღლი არამიწიერი არსებებისთვის საშიშროების შემქმნელია, ქმნის ხმაურს. მეორეც, არ ვიცით რატომ, მაგრამ ძაღლს და ძაღლისებრთა ოჯახს, მგლებს, ტურებს ამის ძალიან ეშინოდათ და ტერიტორიას ტოვებდნენ. არამიწიერი არსებები უშვებენ ისეთ ბგერებს, რომელიც ამ სახეობებზე მოქმედებს და ძალიან დიდ შიშს იწვევს.
წლების წინ, მე ბათუმის ზოოპარკის დირექტორს ვესაუბრე, როცა ეს ამბები იყო დაწყებული. ვკითხე, რა ხდება, რას შეიძლება რომ ძაღლები შეეშინებინა-თქო. მიპასუხა, რომ ძაღლს დედამიწისეული არსებები ვერ აშინებს. „რეიკის“ გამოჩენის შემდეგ კი ყეფდნენ, რამდენიმე დღით იკარგებოდნენ, არ ჭამდნენ, ორმოებს თხრიდნენ. რამდენიმე ძაღლს გულიც გაუსკდა. პრაქტიკულად, სტრესში იყო. გამორიცხულია, რომ რამე მიწიერს ისინი შეეშინებინა - გინდ დათვი იყოს... ამიტომ ძაღლზე ასე მოქმედებდა.
რაც შეეხება კატებს, არსებობენ თვითმხილველებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არამიწიერ არსებებს გვერდით კატები მოჰყვებოდნენ.
ისე მოხდა, რომ მეც სამი კატა მყავს. როცა ადამიანი შემოწმების მიზნით სახლში მიზის, ჩვენთან ერთ-ერთი მაინც ჯდება. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ეს არის მაკავშირებელი სამყაროსთან, ცოდნის სფეროსთან.
ერთი გოგონა მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდა ხილვები. ყოველთვის ვხედავდი ერთ კონკრეტულ ადამიანს მუხლის სიმაღლიდან და როცა ის გავიცანი და მასთან სახლში მოვხვდი, აღმოჩნდა, რომ კატა ჰყავდაო. კატის აღებული ინფორმაციიდან, ეს ადამიანი ხედავდა მეორე ადამიანს. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ცხოველები ან თავიანთი დამახასიათებლებით არიან მსგავსი იმ ცივილიზაციებთან, ან რაც ვთქვით, ისინი არ ქმნიან ხმაურსა და დისკომფორტს.
ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ კონტაქტი აქვთ სხვადასხვა ძალასთან, მათ შორის, ოჯახში მიმდინარე, ხშირად ჰყვებიან, რომ კატები ხედავენ ამ არსებებს. კატა იწევა, იფოფრება, ან უყურებს ერთ კონკრეტულ წერტილს.
80-იან წლების ბოლოს, მამამ, თალეს შონიამ [ფიზიკოსი, უფოლოგი, პარანორმალური მოვლენების მკვლევარი] ჩაატარა ექსპერიმენტი, როცა კონტრაქტორი გოგონები წაიყვანა, რომელთან გარკვეული ნიჭი ჰქონდათ და კონტაქტობდნენ ბიორობოტთან, იყო გამჭვირვალე, 3-მეტრიანი არსება, თავისი მოწყობილობით. ის ჩვენთვის არ ჩანდა, მხოლოდ გოგონა ხედავდა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია. ძალიან ძნელია ამის დაჯერება, როცა ის აღწერს. გოგომ თქვა, რომ როცა მოვდივარ, ძაღლები ჰაერში ყეფენ და აგრესიით მომდევენო.
1988-89 წლებში თბილისის ზოოპარკში ექსპერიმენტი ჩატარდა, იყო ის გოგონა, თავის უხილავ მეგობართან ერთად. ცხოველების რეაქცია გვაქვს გადაღებული, მათ შორის ვეფხვების, მოძრაობენ და შემდეგ ჩერდებიან, თვალებით ზუსტად იმ სიმაღლეზე იყურებიან, სადაც ეს გოგონა აღწერს.
შემდეგ ისინი მივიყვანეთ მგლებთან. გოგონამ თქვა, რომ მისი უხილავი მეგობარი მგელს ეფერებოდა. მგელი გაითიშა... ამ დროს გალიასთან 10-15 ადამიანი ვიდექით. ამის გაანალიზება რომ მოხდა, ზოოპარკის დირექტორმა თქვა, თვითონ ის მგელი რომელიც არის ლიდერი, ატიპიურად მოიქცა. ის ყველაზე აქტიურად უნდა ყოფილიყო, ყველას უნდა იცავდეს და დაითრგუნა, გაითიშა.
ასევე მოვიდა ინფორმაცია, რომ კვლევა ბეჰემოტთანაც ჩაატარეს. რეალურად, ცხოველები ხედავენ და ასევე ბავშვებიც.“ - იხსენებს ერეკლე შონია.
ასევე ნახეთ:
⇒ „ძალები, რომლებიც ჩვენ გვაკონტროლებენ, არ გვიშვებენ შორეულ კოსმოსში...“ - ერეკლე შონია
⇒ Exclusive: „უცხოპლანეტელები სულ აქ არიან, მათ შორის, თბილისშიც...“ - ერეკლე შონია