1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არამიწიერ არსებებთან ათასწლეულებს ითვლის, თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათი არსებობის მაინც არ სჯერა. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და მსოფლიოში, როგორც საქართველოში, „რჩეულებს“ მათთან გასაიდუმლოებული კომუნიკაციაც კი ჰქონიათ.
უფოლოგი ერეკლე შონია „პრაიმტაიმთან“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვართ გარკვეული არამიწიერი არსებები ჩვენს გაკონტროლებას ცდილობენ.
„რეიკი - ეს იყო გარკვეული შემფასებელი ძალა, რომელიც კაცობრიობის განვითარებას აკვირდება, ასევე, ზეციური სამყარო აკვირდება, დედამიწა რა ფაზას გადის და სად უნდა შევიდეს. ესაა სხვადასხვა ძალების ერთობლიობა. ისინი დედამიწის და საზოგადოების დაძაბულობას ამოწმებენ.
გაგიგონიათ, რომ უცხოპლანეტელებმა კონტაქტორი ადამიანი წაიყვანეს, რატომ? შეამოწმეს და მთელი ინფორმაცია წაიკითხეს, თუ რა ხდება ადამიანში და საზოგადოებაში. ხშირად გვიკვირს, რატომ წაიყვანეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იყო მიმტანი, ან თუნდაც მეწაღე, ჩვენ ერთმანეთთან სოციალური კლასის განსხვავება გვაქვს, სინამდვილეში, ისინი კაცობრიობას აფასებენ.
მსგავსი ადამიანების შეფასებითა და ტერიტორიების შემოწმებით, სხვადასხვა სამყაროს ძალები საერთო ინფორმაციას აგროვებენ, რომ გაირკვეს, რა ცოდნა მისცენ კაცობრიობას, ან რა სცენარს აირჩევს ეს უკანასკნელი. თუ კაცობრიობა აირჩევს შემოქმედებითობას, აღზნებას, სიყვარულს. მაშინ სიმშვიდის გზით წარიმართება. თუ ადამიანი აირჩევს აგრესიის გზას, ომის, მიტინგების, მერე იწყება უარყოფითი სცენარის არჩევა.
თუ გონიერი კაცობრიობა შეიქმნება, მაშინ რეალური განვითარება დაიწყება და კაცობრიობა რეალურ ნახტომს გააკეთებს, როგორც ტექნიკურს, ასევე ზნეობრივს. ამის შემდეგ კაცობრიობას მაღალგანვითარებული ცივილიზაციასთან ურთიერთობის უფლება მიეცემა. დღესღეობით, იქ არ გვიშვებენ. კი აქვთ მცდელობა მარსზე გასვლის და ა.შ, მაგრამ ეს ძალიან ახლო კოსმოსია, თანაც, ჩვენთვის ძალიან უსარგებლო - არც სიმწვანეა და არც წყალი. ის ძალები, რომლებიც ჩვენ გვაკონტროლებენ, არასწორი არჩევანისა და აგრესიის გამო, არ გვიშვებენ შორეულ კოსმოსში. თუ ჩვენ განვვითარდებით, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შანსი.“ - ამბობს უფოლოგი.