პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ნინ, ისიც მინდა იცოდე, რომ მე უფალმა დამტოვა იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში", - საყვარელ მეუღლეს საჯარო დაპირება მისცა დათო ევგენიძემ.
ნინო ჟვანია სოხუმელია. აფხაზეთის ომის შემდეგ, მის სახლში, როგორც დათომ "პრაიმტაიმს" მოუყვა, აფხაზები ცხოვრობენ.
დათო ევგენიძე: როცა ჩავალთ, პირველი მივდივართ მის სახლში, რომელიც ძალიან ენატრება.
ნინოს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ნორმალური ხალხია. შემოგვითვალეს, თუ ჩამოხვალთ, სახლს დავცლითო. იმ ხალხის მადლობელი ვარ.
ნინოს ბებია და ბაბუა აფხაზეთის ომის დროს დახვრიტეს. მათ სოხუმში იმხელა ღვაწლი ჰქონდათ, როგორც ქართველი, ისე აფხაზი მოსახლეობისთვის, რომ ბაბუამ ჩათვალა, რომ არ შეეხებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, არ დაინდეს. ნინოს სკოლაში ჰყავდა შეყვარებული, აფხაზი ბიჭი. ბებია და ბაბუა იმ აფხაზმა ბიჭმა დაუსაფლავა...
ნინო რომ სოხუმიდან წამოვიდა 14 წლის იყო.
მახარებს და იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი კეთილგანწყობილი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში, რომელთა უკმაყოფილება იზრდება და იზრდება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ.
აფხაზეთი სამოთხეა და პირველი, რაც ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს, უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი, აფხაზებს კი თავიანთი საქართველო დაუბრუნოს.
რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე ახლოსაა. ადრე ვფიქრობდი, რომ ამისთვის ათწლეულები იყო საჭირო. ახლა მგონია, რომ ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია.
მერე უკვე სოხუმის ხშირი სტუმრები ვიქნებით. უფრო სწორად მე ვიქნები ნინოს ხშირი სტუმარი მის საკუთარ სახლში.
ჩემი ვალია, ნინო სოხუმში ჩავიყვანო...
ასევე დაგაინტერესებთ: "ბევრს ჩემი გამოგონების არ სჯერა. არადა, ეს კაცობრიობის მომავალია..." - 88 წლის ქართველ გამომგონებელს ილონ მასკთან შეხვედრა სურს
VIDEO: „ლონდა, დალი, ელისო, ნანი...“ - ვინ არიან პაატა თედიაშვილის ახალ სიმღერაში ჩამოთვლილი ქალები