გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„რუსუდან კიკნაძე არის ჩემი თინეიჯერობის პერიოდის „ქრაში“. ეს სიტყვა კი არ არსებობდა მაშინ, მაგრამ ახლა რასაც ეძახიან, ზუსტად ეგ იყო“, - ეს ფრაზა დავით ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელიც პოლიტიკოსმა, ფეისბუქზე, რუსუდან კიკნაძის ფოტოს ქვეშ დააკომენტარა.
რუსუდან კიკნაძე მართლაც სრულიად გამორჩეული გარეგნობის მსახიობი იყო. ის რომ უცხოეთში დაბადებულიყო, თამამად გაუწევდა კონკურენციას მისი თაობის კინოვარსკვლავებს. სამწუხაროდ, მსახიობი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა...
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის 7 მარტს დაიბადა. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი" (მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვ...
ცხოვრობდა ამერიკაში. მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია, სწორედ იქ დატრიალდა. მსახიობს გარდაეცვალა ვაჟი, ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც მას გოგი ხარაბაძესთან ქორწინებიდან ჰყავდა...
მეორე მეუღლე - მატვეი შატცი ჰოლივუდში კინოინდუსტრიაში მუშაობდა. მატვეი რუსუდანის გარდაცვალებამდე, ორი წლით ადრე გარდაიცვალა. წყვილს ვაჟი დარჩა...
რაც შეეხება მსახიობისადმი დავით ზურაბიშვილის შორეული ტრფობის ამბავს, ამაზე ის "პრაიმტაიმს" უყვება.
დავით ზურაბიშვილი: რუსუდან კიკნაძე ახალგაზრდობის დროინდელი როლებიდან ყველაში მომწონს. გამორჩეულად მომწონდა...
იმ პერიოდის ჩაკეტილ სისტემაში ისეთი რეზონანსი, როგორსაც იმსახურებდა, ვერ მიიღო, თორემ დარწმუნებული ვარ, ჰოლივუდში რამხელა აღიარება ექნებოდა.
პირადად არ ვიცნობდი და არც შემხვედრია, მაგრამ ეკრანებზე თვალი მრჩებოდა ზედ. განსხვავებული ტიპაჟის ქალი იყო.
მე მგონი მარტო არ ვიყავი, ბევრი იქნებოდა ჩემს დღეში. შორიდან ტრფობა მქონდა მხოლოდ...
პირველად "გიორგობისთვეში" ვნახე, ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს ფილმი ხომ აიკრძალა, მერე ისევ დაუშვეს...
"ვედრებაში" პატარა როლი აქვს, მაგრამ გამახსოვრდება.
ლანა ღოღობერიძის "ფერისცვალებაში" მთავარ როლშია, საბედისწერო ქალის როლში. რუსუდანის ხათრით ვუყურე მთელ ფილმს. მსახიობის კუთხით, ამ ფილმში კარგად წარმოჩნდა. სხვაგან ეპიზოდური როლები აქვს.
მომწონდა სოფი ლორენზე, ჯინა ლოლობრიჯიდასა და ბრიჯიტ ბარდოზე მეტად. ამ ქალბატონებზე არა თუ ნაკლებია, მათ ჯობია კიდეც. მიმაჩნია, რომ საქართველო რომ თავისუფალი ქვეყანა ყოფილიყო, რუსუდანი რიგებში იქნებოდა. რუსუდან კიკნაძის გამოყენება უკეთ შეიძლებოდა. იმ დროებამ ბევრი მსახიობი დაჩაგრა ჩვენთან.
მარტივი ბედი ცხოვრებაშიც არ ჰქონია, როგორც გავიგე. სამწუხაროდ.
ასევე დაგაინტერესებთ: „საცივზე გაგიჟდა, ისე მოეწონა. ერთი ქვაბი შეჭამა!“ - პაატა ბურჭულაძე "პრაიმტაიმთან" პავაროტისთან მეგობრობას იხსენებს
„ბებია მყავდა "პოვარი", დარჩა გაუთხოვარი, დავალევინე მაჭარი..." - გაიხსენეთ ბავშვობა და დააკომენტარეთ