VIDEO: „ლონდა, დალი, ელისო, ნანი...“ - ვინ არიან პაატა თედიაშვილის ახალ სიმღერაში ჩამოთვლილი ქალები

paata

"ღამის პრაიმტაიმში" პაატა თედიაშვილის სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერის სახელწოდებაა - "500-600" და თუ რასთან ასოცირდება ეს ციფრები, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის.

მოისმინეთ სიმღერა და შემდეგ წაიკითხეთ პატარა ინტერვიუ, რომელიც მომღერალმა "პრაიმტაიმს" მისცა.

- პაატა, ამ ახალ სიმღერაში ქალის ცოტათი მივიწყებული სახელები გაქვს გამოყენებული - ლონდა, დალი, ელისო, ნანი, მანანა, ლეილა, ლანა... რატომ?

პაატა თედიაშვილი: - ინსპირაცია მუხრანის ლექსი იყო, ამიტომ ნაწილი სახელების დავტოვე და ნაწილი სხვა მაგდაგვარი მივუმატე. ლექსის დასასრულია საოცრება: დაე, იარონ, იარონ, იარონ, ამინ! სიყვარული და სექსი მუდამ ივლის! 

- ფრაზამ "500-600 პარტნიორი მყოლია" - სუსტ სქესში პოპულარობა გაგიზარდა თუ პირიქით, დაგიფრთხო გარშემო გოგონები?

 - პოპულარობა მოიტანა, რადგან მეორე დღეს ყველა ამაზე წერდა და ერთობოდა, თუმცა მგონი, სიფრთხილით მაკვირდებიან უკვე და მეკითხებიან, ეს სიმართლეა თუ არა? სანდოობა დავკარგე 

- მაინც რა შეცვალა რეალითმა შოუმ - "პრაიმჰაუსმა" შენს ცხოვრებაში?

- მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ზედმეტად ადრე დავტოვე, ყველგან ვამბობ, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები გავიცანი. მათი კონფლიქტები, სასიყვარულო ურთიერთობები, გაყრა თუ სხვა სტრესები, ცალკე თემაა... მათი სახით მეგობრები შევიძინე, შევიძინე მაყურებელი, რომელიც მანამდე სკეპტიკურად მიყურებდა და მლანძღავდა კიდეც. ყოველდღიური დაკვირვებით, საზოგადოებამ გამიჯნა ერთმანეთისგან პროფესია და პიროვნება. რაც მსურდა, ის ვაჩვენე ხალხს, თუმცა ადრე იყო წამოსვლა, ადრე! ცნობადობა კი კიდევ უფრო გაიზარდა!

- და როგორ გხვდება მშობლიური ხაშური დღეს?

- ხაშური მობილიზებული იყო და მიჭერდა მხარს, თუმცა სრულიად საქართველო და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მქონია ოდესღაც შეხება, ასევე გვერდით მედგნენ. ყველა იმედგაცრუებულია და ერთი კითხვა აქვთ: რატომ გამოგიშვეს? დიდი მადლობა ხაშურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი ესემესის გამოგზავნით გამოხატეთ მხარდაჭერა და ერთგულება. ცხოვრება გრძელდება 500-600 ელფერის ტყვეობაში 

- პირადში სიახლე?

- სადაა პირადი? მარტო ვარ, მარტო. გაიქცნენ და გამაფრთხილეს, დავივიწყო, რაც იყო...

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მომწონდა სოფი ლორენსა და ბრიჯიტ ბარდოზე მეტად. რუსუდანი მათ ჯობდა..." - რუსუდან კიკნაძეზე შორიდან შეყვარებული ქართველი პოლიტიკოსის აღიარება

სად იგეგმება ჯორჯ კობის მემორიალური მუზეუმის მოწყობა - „პირველი შემთხვევაა, როცა მაღალმთიან ზონაში მუზეუმი გაიხსნება“

"მედეას ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ეს ისეთი რელიქვიაა, ჩემ ყელზე მის გაკეთებას როგორ გავბედავ..." - ქალი, რომელსაც მედეა ჩახავა გასტროლებიდან წერილებს წერდა