ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
უსაფრთხოების სისტემები დღითიდღე აქტუალური ხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევების ფონზე, როცა შენობების უსაფრთხოების გაუმართაობამ ბევრი უბედური შემთხვევა გამოიწვია. დღეს სავალდებულოც კია, შენობებში იყოს გარკვეული ტიპის უსაფრთხოების სისტემები. ამიტომ, მათზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა უკანასკნელ წლებში.
არსებობს სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემები:
თითოეულ მათგანს გააჩნია ინდივიდუალური ფუნქციები, რომლებიც მიმართულია შენობის დაცვისკენ, განსხვავებული მექანიზმებით.
რას გულისხმობს შეზღუდული დაშვების სისტემა?
შენობის უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დაშვების კონტროლი და მართვა. დაშვების სისტემის გამოყენებით შეგვიძლია გავაკონტროლოთ და დავარეგულიროთ ადამიანების მოძრაობის ნაკადი შენობის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შევზღუდოთ კიდეც ის.
დაშვების სისტემა საშუალებას გვაძლევს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში ვიცოდეთ რამდენი ადამიანია შენობაში და სად იმყოფება თითოეული მათგანი. გარდა ტერიტორიაზე თავმოყრილი ადამიანების რაოდენობის და ადგილმდებარეობის განსაზღვრისა, დაშვების სისტემა საკმაოდ გამოსადეგია თანამშრომელთა მონიტორინგისთვის. მისი გამოყენებით, მარტივად შეიძლება დავიანგარიშოთ თანამშრომლების სამუშაო დრო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის უსაფრთხოების სისტემები აქტუალურია დიდი თუ მცირე კომპანიების ოფისებში.
დაშვების სისტემები რამდენიმე განსხვავებულ ალტერნატივას აერთიანებს:
დაშვების ბიომეტრიული სისტემები
დაშვების ბიომეტრული სისტემები გამოცდილი და მაღალეფექტური მეთოდია პიროვნების ამოცნობის კუთხით. მას შეუძლია ამოიცნოს ადამიანი სხვადასხვა ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით, მაგალითად:
მსგავსი ტიპის სისტემები 100%-ით გამორიცხავს არასანქცირებულ შესვლას ან გასვლას, შესაბამისად, მათ უმეტესწილად იყენებენ ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც საჭიროებს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გამკაცრებულ კონტროლს.
თუ თქვენი შენობისთვის გჭირდებათ უსაფრთხოების სისტემები, კომპანია ვეზირი გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე საშუალებებს. კომპანია ვეზირის ოფიციალურ საიტზე - www.veziri.ge სტუმრობით, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური სისტემები და გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას მათი მექანიზმების შესახებ.