1732904029
ბინები ვაკეში, ბინები იპოდრომზე
სახლი არ არის მხოლოდ აგურით ნაშენი შენობა. სახლი არის შეგრძნებები, კომფორტი, ადგილი, რომელიც გვეხმარება ძალების აღდგენაში დამღლელი დღის შემდეგ და ემოციები, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად განვიცდით.
სწორედ ამიტომ, ადამიანები ყველაზე მეტს ფიქრობენ, სანამ სახლის შეძენას გადაწყვეტენ, განიხილავენ უამრავ ალტერნატივას, სხვადასხვა ლოკაციებს ქალაქის მასშტაბით, ფასს, ფართის სიდიდეს, ხედებს და მილიონ სხვა დეტალს.
სახლის შეძენისას, პირველ რიგში, ვფიქრობთ მის მდებარეობაზე, რამდენად ახლოსაა სამსახურთან ან თუ შვილებთან ერთად გიწევთ ცხოვრება - რამდენად ახლოსაა სკოლასთან თუ ბაღთან. აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენად დაცულია შენობა და არის თუ არა ის ხარისხიანი მასალით ნაშენები.
ყველა დეტალზე ფიქრი ზოგჯერ იმდენად დამღლელია, რომ ჩვენს თავს ვეკითხებით - საერთოდ გვინდა თუ არა სახლის შეძენა, ხომ არ სჯობს ისევ ქირით განვაგრძოთ ცხოვრება?! თუმცა, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ ღირს იმ პროცესებად, რომელსაც ბინის შეძენამდე გავდივართ.
თუ სახლის შეძენაზე ფიქრობთ და საუკეთესო ალტერნატივას ეძებთ, დომუსი გთავაზობთ გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისის შუაგულში.
· ფალიაშვილის 114
· ჭავჭავაძის 31
· ჭავჭავაძის 29
· დომუსი იპოდრომი 2
· დომუსი იპოდრომი 3
დომუსის ბინები ვაკეში – გამორჩეულია თავისი არქიტექტურული კონცეფციით, თანამედროვე იერსახით და სისტემებით, რომლებიც მასში ცხოვრებას გამორჩეულად კომფორტულს ხდის.
დომუსი ჭავჭავაძის 31-ის არქიტექტურული კონცეფციის მთავარი შთაგონება არის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების კომპოზიცია. კონცეფცია გამძაფრებულია შენობის თითოეული სართულზე არსებული ორანჟერიების, ბაღებისა და მწვანე ნარგავების სიმრავლით.
დომუსი ფალიაშვილია 114 და ჭავჭავაძის 29 გამორჩეულია ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, თანამედროვე სისტემებით და მობინადრეებისთვის ხელსაყრელი, მოსახერხებელი მახასიათებლებით.
ვაკის საცხოვრებელი კომპლექსების გარდა, დომუსი გვთავაზობს საცხოვრებელ კომპლექსებს – ბინები იპოდრომზე.
დომუსი იპოდრომი 2 და დომუსი იპოდრომი 3 – არის საცხოვრებელი კომპლექსები ქალაქის შუაგულში. თითოეული პროექტის ტერიტორია არის 21 ათასი კვ.მ. და ორივე მათგანი მოიცავს ორ სკვერს (11 000 კვ.მ. ფართით), დაცულ ეზოს, ეკოლოგიურად ხელსაყრელ გარემოს, მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ველოსიპედის ბილიკს, ფიტნესდარბაზს სპა ცენტრს და კაფეს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ დომუსის ოფიციალურ საიტს: www.domusi.com და გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას მისი საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ.