რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე და რას ამბობს ეკლესია

ნაძვის ხე

საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს და თანაც, ისე აქვს ფესვები გადგმული, რომ შემდეგ დაუწერელი წესებივით, ბრმად მისდევს ყველა.

არსებობს მოსაზრება, რომ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ნაძვის ხე სახლში აღარ უნდა გვედგას და 18-ში აუცილებლად უნდა ავიღოთ. უცნობია, საიდან იღებს ეს მოსაზრება სათავეს, თუმცა, საქართველოში ოჯახების უმეტესობა, სწორედ ასე იქცევა.

ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დეკანოზ მამა გურამ ჭარელაშვილს ესაუბრა.

„მსგავსი რამ, არსად წერია. ალბათ, იცით, რასთან აკავშირებენ? ნათლისღების წინა დღეს მარხვაა და სადღესასწაულო დღეების დასასრულად აღიქვამენ 18 იანვარს. ახალ პერიოდში გადადის. ეს, რა თქმა უნდა, დირექტიული მითითება არ არის. მსგავსი რამეები არსად წერია.

კიდევ არის ასეთი მომენტიც - სასულიერო პირი თავის შვილს რომ რაღაცაზე მისცემს კურთხევას, შეიძლება ისე განზოგადდეს, რომ სხვებმაც კანონად და წესად იქციონ,“ - განმარტა მოძღვარმა.