ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

zura jafaridze

შევიტყვეთ და შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე - პარტია ALDE-ს წევრის, „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ლიდერი, - ინფორმაციას პარტია „ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” (ALDE) ავრცელებს.

„შევიტყვეთ და შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე - პარტია ALDE-ს წევრის, „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ლიდერი. იგი ბრიუსელში მიემგზავრებოდა (ტრანზიტით), სადაც მიწვეული იყო და „Renew Europe“-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ვწუხვართ, რომ იგი ვერ შეძლებს სამიტში მონაწილეობას და იმედგაცრუებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ კვლავ გრძელდება ზეწოლა იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ესწრაფვიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

✕