1791982740
სამეგრელოში მომხდარ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა.
დაზარალებულის თქმით, დაჭრამდე მამაკაცმა სანადირო თოფიდანაც გაისროლა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.










