2 დეკემბრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი კანონი ამოქმედდება - ნახეთ, დეტალები ვის შეეხება ის
1731533136
ხალხში ბევრი მითი და თქმულება ტრიალებს და ისინი ისე იდგამენ ფესვს, რომ მერე დადგენილი წესივით მისდევს ყველა. ან სად ამოიკითხეს, რომ 19 იანვარს, ნათლისღებას, ნაძვის ხე აღარ უნდა გვედგას სახლში და 18-ში აუცილებლად უნდა ავიღოთ.
ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დეკანოზ მამა გურამ ჭარელაშვილს ესაუბრა.
გურამ ჭარელაშვილი: – მსგავსი რამ არსად წერია. ალბათ, იცით, რასთან აკავშირებენ? ნათლისღების წინა დღეს მარხვაა და სადღესასწაულო დღეების დასასრულად აღიქვამენ 18 იანვარს. ახალ პერიოდში გადადის. ეს, რა თქმა უნდა, დირექტიული მითითება არ არის. მსგავსი რამეები არსად წერია.
კიდევ არის ასეთი მომენტიც. სასულიერო პირი თავის შვილს რომ რაღაცაზე მისცემს კურთხევას, შეიძლება ისე განზოგადდეს, რომ სხვებმაც კანონად და წესად იქციონ.