„ექიმის ვინაობა საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს...“ - ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში
1791960431
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან დაიწყება. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა.
საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. მათ შორის არ იქნება მანანა კობახიძე, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
დასაბუთებული უარის მიღების შემდეგ კი მანანა კობახიძემ უკვე პირადი განცხადებით მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა.