„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე 2026 წლის აგვისტოში ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მლეთაში, ლომისის სალოცავის მიმდებარედ, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, გამოიყენეს სპეციალური სკანერები და დრონები. შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი პირი ხელახლა გამოიკითხა.
საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან. არის სხვადასხვა ვერსიები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
სექტემბერში გადაცემის „შენი ამბავი“ წამყვანმა თაია გამთენაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შეხვდა სოფო ბიბილაშვილთან და ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან ერთად.
გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” ადვოკატმა კაკაბაძემ კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გააჟღერა.
მისი თქმით, ექიმის ვინაობა, რომელთანაც გურამ დადიანიძე მამიდან მიიყვანა, საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს.
„ჩვენ ველოდებით ამ პიროვნებისგან სრულ ინფორმაციას წამლებთან, დიაგნოზთან დაკავშირებით და სხვადასხვა დეტალებს, რომელმაც რაღაცებს შეიძლება ნათელი მოჰფინოს,“ - ამბობს კაკაბაძე.
ცნობისთვის, 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. 2014 წლის ივნისში ახალგაზრდა დედაქალაქიდან ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში იმყოფებოდა. სალოცავიდან დაბრუნებისას ის თანმხლებ ჯგუფს ჩამორჩა და უკვალოდ გაუჩინარდა. მას შემდეგ ოჯახმა არ იცის, რა შეემთხვა გურამს და სად არის ის.