პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფლამინგო ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრინველია მსოფლიოში. პირველი, რაც ფლამინგოზე შესაძლოა გაგახსენდეთ, მათი ფერია.
ფლამინგო დაბადებისას ძირითადად ნაცრისფერია, თუმცა ზრდასთან ერთად მისი ფერიც იცვლება, ის შეიძლება იყოს ვარდისფერი, თეთრი ან ნარინჯისფერი. მისი ფერის ცვლილება გამოწვეულია საკვებით, რომელიც შეიცავს იმავე ნივთიერებებს, რასაც მაგალითად სტაფილო. თუ ადამიანები საკმარისად მიირთმევდნენ სტაფილოს ან კაროტინოიდულ პიგმენტებიან საკვებს, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს კანზეც ისევე, როგორც ფლამინგოებზე.
მათ აქვთ გრძელი, წვრილი ფეხები, რომლებიც ხშირად იგივე ფერისაა, როგორიც ფლამინგოს სხეულის დანარჩენი ნაწილია. ფლამინგოს გამორჩეული თვისება არის ის, რომ ისინი ზოგჯერ მხოლოდ ერთ ფეხზე დგანან.
მეცნიერებს საკმაოდ ბევრი თეორია აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ დგანან ფლამინგოები ერთ ფეხზე. Treehugger განმარტავს, რომ ამ ფრინველისთვის ერთ ფეხზე დგომა უფრო მარტივია, ვიდრე ორზე. ემორის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ორი მკვდარი ფლამინგო გამოიკვლიეს იმის გასარკვევად, თუ რატომ დგანან ისინი მხოლოდ ერთ ფეხზე. გვამების გაკვეთის შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ ფლამინგოს შეუძლია სხეულის წონის შენარჩუნება ერთ ფეხზე კუნთების აქტივობის გარეშე. კვლევამ ასევე დაასკვნა, რომ ფრინველის კუნთებს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდათ ორ ფეხზე დასადგომად, ვიდრე ცალ ფეხზე. ფლამინგოები იყენებენ სხეულის პასიურ მექანიზმებს წონასწორობისთვის.
ერთ-ერთი განმარტებით ფლამინგო ამ ხერხით ახდენს სხეულის სითბოს კონსერვაციას. ცალ ფეხზე დგომისას ფლამინგოს მეორე ფეხი სხეულთან ახლოს აქვს, რასაც შეუძლია გაათბოს იგი. თეორიის საფუძველი არის ის, რომ ფლამინგოები ამ ჩვევას ხშირად წყალში დგომის დროს ავლენენ, ვიდრე ხმელეთზე ყოფნისას.
საბედნიეროდ მეცნიერებს კიდევ აქვთ დრო შეისწავლონ ფლამინგოების ქცევა, რადგან ჯერჯერობით მისი არცერთი სახეობა არ დგას გადაშენების პირას.