პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მანამ ვიდრე პატიმარს სიკვდილით დასჯიან, მას უფლება აქვთ უკანასკნელად მიმართოს დაზარალებულის ოჯახს და საზოგადოებას, თუმცა ზოგიერთი სიკვდილმისჯილი საერთოდ არ ნანობს ჩადენილ ქმედებას და მათი ბოლოს სიტყვები ხანდახან შემზარავიც კია.
რობერტ ელტონ ჰარისი - ის 1978 წელს დააპატიმრეს. მან და მისმა ძმამ მანქანა მოიპარეს და ორი მოზარდი გოგო გაიტაცეს, რომლებიც ქალაქიდან შორს წაიყვანეს. ძმები გოგოებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და მოკლეს. შემდეგ იმავე მანქანით სანტიაგოში ბანკი გაძარცვეს. რობერტი რამდენიმე საათში დააპატიმრეს. მას ბრალად მკვლელობა, ბანკის გაძარცვა და ქურდობა ედებოდა. მისმა ძმამ დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც პოლიციელებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ, ჰარისის ძმა ადგილზე გარდაიცვალა.
რობერტს სასჯელის უმაღლესი ზომა 1979 წელს მიუსაჯეს, ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები კავშირში არ იყო მის დაკავებასთან და ბევრმა ვერც კი გაიგო რას გულისხმობდა სიკვდილმისჯილი.
„შენ შეიძლება იყო მეფე ან დამლაგებელი, მაგრამ ყველა ცეკვავს სიკვდილის ანგელოზთან “, - თქვა რობერტ ჰარისმა სიკვდილის წინ.
ბარბარა გერეჰემი - ბარბარა იყო მკვლელი, რომელმაც მეიბლ მონოჰამი მოკლა. მას რამდენიმე თანამზრახველი ჰყავდა, თუმცა დაკავებისას ყველა თანამზრახველმა აღიარა, რომ მკვლელობა ბარბარამ ჩაიდინა. ამის მიუხედავად ბარბარამ პატიმრისგან 25 000 დოლარად ჩვენების ყიდვა და პოლიციასთან საქმის ჩაწყობა სცადა, თუმცა მოგვიანებით მან თავად განაცხადა, რომ ალიბი არ გააჩნდა.
ბარბარამ მოითხოვა სიკვდილის წინ თვალებზე მისთვის რამე აეფარებიათ, რადგან არ დაენახა იმ ადამიანების სახე, რომლებიც სიკვდილით დასჯას უყურებდნენ.
„კარგი ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულები არიან თავიანთ სისწორეში“, - თქვა ბარბარამ უკანასკნელად.
როჯერ კეიტ კოულმანი - როჯერს ბრალს საკუთარი რძლის მკვლელობაში სდებდნენ, თუმცა ის დანაშაულს არ აღიარებდა არც დაკავების დრო და არც მისი სიკვდილის დასჯის დღეს.
„ამ საღამოს მოკლული იქნება უდანაშაულო ადამიანი, როდესაც ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება, იმედი მაქვს ამერიკელები გააცნობიერებენ სიკვდილით დასჯის უსამართლობას, ისევე როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში“, - თქვა როჯერმა სიკვდილის წინ.
მისი გარდაცვალების შემდეგ დეენემის ანალიზი ორჯერ გააკეთეს და 2006 წლის იანვარში გუბერნატორმა დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად დამნაშავე იყო.
ტიმოთი მაკვეი - „მე პატრონი ვარ ჩემი ბედის, მე კაპიტანი ვარ ჩემი სულის“, - ეს იმ ადამიანის სიტყვებია, რომელმაც ოკლაჰომა სიტის აფეთქება მოაწყო. აფეთქების შედეგადაც 168 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800-მდე ადამიანი დაშავდა. ეს ფაქტი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ აფეთქებად ითვლება. მაკვეი სიკვდილით 2001 წლის ივნისში დასაჯეს.
ტიმოთის სურდა, რომ მისი სიკვდილით დასჯა ტელევიზიით ეჩვენებინათ, თუმცა უარი მიიღო. მან ასევე მოითხოვა მუსიკოსები, რომლებიც მისი სიკვდილის საღამოს კლასიკურ მუსიკას დაუკრავდნენ და ორი შეკვრა ნაყინი პიტნისა და შოკოლადის არომატით.
ჯეფრი დამერი - ის 17 ადამიანის, მათ შორის ბავშვების მკვლელობისთვის დააკავეს. ის ნეკროფილი იყო. ჯეფრი სიკვდილით არ დაუსჯიათ, ის მისმა თანამესაკნემ სასიკვდილოდ სცემა.
როგორც პატიმარი განმარტავდა, ჯეფრი ფსიქიკურად ავად იყო. ის ციხის საჭმელს ალაგებდა, როგორც ადამიანის კიდურებს, ზემოდან კეტჩუპს ასხამდა და წარმოადგენდა, რომ თითქოს ადამიანის ხორცი და სისხლი იყო.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვიცოცხლებ თუ მოვკვდები, მიდი დროზე დაამთავრე ეს საქმე“, - სწორედ ეს იყო ჯეფრის სიტყვები, რომელიც სიკვდილამდე თქვა.
ჯონ უეინი - მან 30-მდე კაცი მოკლა, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ. უეინიმ ყველა ეს დანაშაული კლოუნის ფორმაში გადაცმულმა ჩაიდინა. ასეთი სისასტიკის გამო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, რომელიც 1994 წლის 10 მაისს აღასრულეს. ჯონ უეინს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ნემსი უვარგისი აღმოჩნდა რის გამოც მისი წამება 18 წუთი გაგრძელდა და საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.
„მაკოცეთ ტრა*ზე“, - სწორედ ეს იყო მის ბოლო სიტყვები.
დუგლას ფელდმანი - მან სატვირთოს ორი მძღოლი მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ გზაზე გადაუსწრო. ერთი მათგანის მოკვლის შემდეგ ალანი ბენზინგასამართ სადგურში შევიდა და მეორე სატვირთოს მძღოლსაც ცეცხლი გაუხსნა. ალანმა განაცხადა, რომ მძღოლი მასზე პროვოცირებდა.
„მე არაფერ ვნანობ, მე ის დავსაჯე რადგან ასე მსურდა, ჩემ ხელში იყო მისი სიცოცხლე და მე ის წავართვი. დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს ყველაფერს იმავენაირად გავიმეორებდი, ან შეიძლება კიდევ უფრო მეტად სასტიკადაც “, - თქვა ალანმა ყვირილით.
ენტონი შორი - ციხეში მას ზედმეტ სახელად არტერიულ მკვლელს ეძახდნენ, რადგან მკვლელობისთვის სამედიცინო იარაღს იყენებდა, ასეთი ქმედება მას სიამოვნებას აყენებდა. თავდაპირველად ის დანაშაულს უარყოფდა, თუმცა მისი ყველა მკვლელობა დაადასტურეს.
„ახლა მშვენიერი დღეა სიკვდილისთვის, თუ ჩემი სიკვდილი ოდნავ სიმშვიდეს მაინც მოგიტანთ თქვენ და მსხვერპლების ოჯახებს დაე ასე იყოს. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის სიკვდილის გზა. მე მხოლოდ იესო ქრისტეს ვეკუთვნი, ასე რომ მომაშორეთ ხელები, მე ჩემს ცოდვებს მასთან მოვინანიებ. მიდით სასჯელი აღასრულეთ“, - თქვა მან სიკვდილამდე.
ჯოჯრ რივასი - თავიდან ძარცვის გამო დააკავეს, თუმცა 2000-იან წლებში ციხიდან 6 პატიმართან ერთად გაიქცა. მათ ზედმეტ სახელად ტეხასელ შვიდეულს უწოდებდნენ. ციხიდან გაქცევის შემდეგ მათ ძარცვა განაგრძეს. ერთ-ერთი შემთხვევის დროს მან გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველი გარდაიცვალა. ბანდის ყველა წევრი დააპატიმრეს და რივასს, როგორც ბანდის ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
„ეს პერიოდი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ამის გაკეთება კვლავ, რომ შემეძლოს არაფერ შევცვლიდი, მე ანგელოზის ფრთები შემეხო, რომ შემეძლოს ამის კიდევ ერთხელ გაკეთება გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ტკივილს შევუმსუბუქებდი, რადგან ახლა ზუსტად ვიცი, რომ ისინი იტანჯებიან “, - სწორედ ეს იყო მის უკანასკნელი სიტყვები.