პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზღვის გოჭებს, რომლებიც საშუალოდ 5-6 წლამდე ცხოვრობენ, ხშირი კონტაქტი სჭირდებათ საკუთარი სახეობის სხვა წევრთან.
რა თქმა უნდა, არც ერთი შვეიცარიელი არ არის ვალდებული ჰყავდეს ზღვის გოჭი. თუმცა, თუ ვინმემ გადაწყვიტა პატარა ზღვის გოჭთან თანაცხოვრება, მაშინ ის მზად უნდა იყოს იყოლიოს ერთზე მეტი ზღვის გოჭი.
ცხოველთა დაცვის შესახებ 2008 წლის განკარგულების თანახმად, ყველას, ვინც ფლობს ზღვის გოჭს, უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი ცხოველი. ეს კანონი შექმნილია ცხოველების უფლებების დასაცავად, რათა ზღვის გოჭს ჰქონდეს სოციალური ინტერაქცია, რომელიც მათ სჭირდებათ.
კანონპროექტმა ზოგიერთ მესაკუთრეს პრობლემები შეუქმნა. თუ ვინმე მხოლოდ ორ ზღვის გოჭს ფლობს და მათგან ერთი მოკვდება მესაკუთრე კანონს დაარღვევს. ხოლო შვეიცარიაში მცირე დროში ზღვის გოჭის პოვნა არ არის მარტივი ამბავი. სწორედ ამიტომ ზოგიერთმა ადამიანმა მიმართა ზღვის გოჭების გაქირავების სერვისს.
სელექციონერებს შეუძლიათ ზღვის გოჭი მიაქირავონ პირს მანამ, ვიდრე მათი მარტოდ დარჩენილი ზღვის გოჭი არ მოკვდება. საბოლოოდ დაქირავებული ზღვის გოჭი უბრუნდება სელექციონისტს.
შესაძლოა ეს სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ცხოველთა მოყვარულებისთვის ეს ერთ-ერთი საინტერესო გვერდითი ეფექტია.