პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კომპანიები ყოველწლიურად უამრავ ავტომობილს აწარმოებენ, თუმცა ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ავტომობილების მწარმოებლები ყოველწლიურად მათ მიერ გამოშვებულ ყველა მანქანას ყიდიან. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის არის ის, რომ ადამიანების უმეტესობას, შედარებით დაბალი ფასის გამო, მეორადი მანქანის შეძენა ურჩევნია.
რა მოსდით იმ ახალ ავტომობილებს რომლებიც ვერ გაიყიდა?! ასეთი მანქანები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ავტოსადგომზე გადაჰყავთ. ხშირად ამისთვის ძალიან დიდ ტერიტორიას გამოიყენებენ, მათ შორის, ყოფილ აეროდრომებსაც, რომლებიც ათასობით ავტომობილს იტევს.
რამდენიმე ასეთი ტერიტორია თითქმის ყველა იმ ქვეყანაში არსებობს, სადაც ავტომობილებს აწარმოებენ. ამ ადგილს ავტომობილების სასაფლაოს უწოდებენ. შესაბამისად, ავტომობილები, რომლებიც ვერ გაიყიდა, სწორედ ამ „სასაფლაოზე“ გადაჰყავთ.
დეველოპერებს „ავტომობილების სასაფლაოზე“ გადაჰყავთ ბოლო მოდელის საუკეთესო მანქანები, რომლებიც ძალიან დიდი ალბათობით, სამუდამო იქ დარჩებიან.
ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს არ შეუძლიათ ეს მანქანები უფრო იაფად გაყიდონ, ან გააჩუქონ, რადგან ამ გზით ახალი ავტომობილების წარმოება და გაყიდვაც შემცირდება, მწარმოებლები ვერ დაკარგავენ გაყიდვებიდან შემოსულ თანხას, დაბალი ფასი შეამცირებს ახალი და ძვირად ღირებული მოდელების გაყიდვების რაოდენობასაც. ასე, რომ როგორც ჩანს, მსოფლიოში უამრავი ავტომობილი იწარმოება მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ ავტოსადგომზე იდგეს.