რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ცხოვრებაზე ფილმის ყურება? - მოძღვრის განმარტება

იესო ქრისტე

რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება? - ამ კითხვაზე მოძღვარი გვპასუხობს.

- რა თქმა უნდა, არც ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი არ მიიღებს მონაწილეობას ამგვარი ფილმის გადაღებაში; მით უმეტეს არ ითამაშებს ქრისტეს როლს. მაგრამ ასეთი ფილმები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ. ასეთია ობიექტური რეალობა. შეიძლება თუ არა ამგვარი ფილმის ნახვამ ზიანი მოუტანოს მორწმუნეს. თეორიულად შეიძლება; თუ ადამიანის ცნობიერებაში ასეთი ფილმი ქრისტეს გრძნობად ხატებას დააფიქსირებს. მაგრამ, პრაქტიკულად არ მინახავს ადამიანი, რომლისთვისაც ქრისტეზე გადაღებულ ფილმს ზიანი მიეყენებინოს. უფლის მოყვარული ადამიანი ამგვარ ფილმსაც უფალზე ფიქრისთვის, ქრისტეს ვნებების კიდევ ერთხელ განცდისათვის გამოიყენებს.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)