არის მსხვერპლი - არიზონაში კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და გაჩერებულ თვითმფრინავს შეეჯახა

არიზონა

აშშ-ში, არიზონაში, სკოტსდეილის აეროპორტში, კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და გაჩერებულ თვითმფრინავს შეეჯახა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ავიაკატასტროში შედეგად პილოტი დაიღუპა, რამდენიმე პირი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავი Motley Crue-ის სოლისტს, ვინს ნილს ეკუთვნის.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სოლისტის შეყვარებული და მეგობარი იმყოფებოდნენ. ისინი გადარჩნენ, თუმცა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომღერლის მეგობარ ქალს 5 ნეკნი აქვს ჩამტვრეული.