რა ზარალი მიაყენა Anonymous-მა რუსეთს - კიბერომი გრძელდება

ჰაკერი

უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით Anonymous-მა 25 თებერვალს  ვლადიმერ პუტინს კიბერომი გამოუცხადა და პირობა დადო რომ ჩადენილი ქმედებების გამო რუსეთის ხელისუფლებას პასუხს აგებინებდა:

მოგესალმებით, რუსეთის პრეზიდენტო, ვლადიმერ პუტინ, ჩვენ საკმარისზე მეტი დრო მოგეცით. მაგრამ თქვენ კიდევ უფრო დიდი ომი წამოიწყეთ.  ახლა ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია. 
 
მხოლოდ დროის ამბავია, გამოვააშკარაოთ ის სიბინძურე, რასაც საზოგადოებას უმალავთ. თქვენი კარადის სიღრმიდან არც ერთი ჩონჩხი არ დარჩება „ამოუბრუნებელი". მოვითხოვთ აღადგინოთ უკრაინელი ხალხის უფლებები და გადადგეთ როგორც არჩეული ხელისუფალი. ეს არ არის ომი, რომელსაც მოიგებთ. ჩვენ ვართ Anonymous-ი, ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ, გველოდეთ!“.

შესასრულებლად ჰაკერებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ. გთავაზობთ იმ ზარალის ჩამონათვალს, რომელიც ჰაკერებმა რუსეთს მიაყენა.

Unian-ის ცნობით, Anonymous-მა რუსი სამხედროების სიხშირე გატეხა და უკრაინის ჰიმნი გაუშვა.

Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი დაჰაკა, მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

Anonymous-მა რამდენიმე რუსული სამთავრობო ვებგვერდი გათიშა. შედეგად, გაითიშა რამდენიმე რუსული სახელისუფლებო საიტი და ასევე სახელმწიფო პროპაგანდის გამავრცელებელი RT News-ის ვებგვერდი.

Anonymous-მა ბელარუსში იარაღის მწარმოებლის, Tetraedr-ის იმეილები გატეხა. მათი თქმით, ეს კომპანია ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრისას დახმარებას უწევდა.

Anonymous-მა ტვიტერზე გაზპრომი მონიშნა და ჰკითხა - გინდა ვითამაშოთ? ამის შემდეგ, კომპანიის ვებგვერდი გაითიშა. „გაზპრომი გათიშულია უკრაინაში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად“, - დაწერეს მათ.

Anonymous-მა ჩეჩნეთის მთავრობის საიტი დაჰაკა.