დალაი ლამა: 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე - ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს

დალაი ლამა

ტიბეტელი ხალხის სულიერი ლიდერი, დალაი ლამა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. დალაი ლამას თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობა და ურთიერთგაგება. ამასთან, იგი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ CNN წერს.  

„ვწუხვარ, უკრაინაში კონფლიქტის გამო. ომი მოძველებულია, არაძალადობრივი ქმედება ერთადერთი გზაა. პრობლემები და უთანხმოება საუკეთესოდ წყდება დიალოგით. ნამდვილი მშვიდობა მოდის ურთიერთგაგებით და ერთმანეთის კეთილდღეობის პატივისცემით, იმედი არ უნდა დავკარგოთ, მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს.

და ერთმანეთის კეთილდღეობის პატივისცემით, იმედი არ უნდა დავკარგოთ, მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.