პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეჭრილ საოკუპაციო კოლონაზე ბაირაქტარით იერიში მიიტანეს.
რუსეთის ფედერაციის პირველ გვარდიულ სატანკო არმიას, რომელიც ხარკოვის რეგიონში შეჭრას ცდილობდა, უკრაინული თვითმფრინავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
ამის შესახებ ევროპული სოლიდარობის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ტელეგრამის საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ომის მეოთხე ღამეს მოხდა...
"აი, ბაირაქტარები რუსს ესე......! რუსეთის ფედერაციის 1-ლი გვარდიის სატანკო არმიამ ცეცხლი უპილოტო თვითმფრინავებიდან გაუხსნეს, რომლებიც ჩვენს საზღვართან რამდენიმე თვე იდგნენ და ხარკოვის რაიონში შეჭრას ცდილობდნენ. ოკუპანტები სათითაოდ მარცხდებიან. ”- თქვა მან.
უკრაინული მედია საშუალება ukraine.segodnya ვიდეო კადრებს ავრცელებს.
ცნობისთვის, Bayraktar TB2 (ბაირაქტარი) - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება.
წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის. საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკაპაჟის მიერ, მათ შორის იარაღის გამოყენებაც.