„რა საშინელებაა... გვიხაროდა სიცოცხლე... - მამუკა ონაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

მამუკა ონაშვილი

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ ლევან რატიანმა დაადასტურა. 

„რა საშინელებაა, ჩვენი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად. ერთად ბევრი კარგი მოგონება გვქონდა, რეგიონებში გვიწევდა სიარული კონცერტებით. მამუკას მანქანით დავდიოდით ერთ შავი ჯაყჯაყა „ემელი“ ჰყავდა, ხან ლუქი არ მუშაობდა ხან კარის საკეტი, ერთხელ წვიმაში ვიარეთ სულ გავილუმპეთ და ისე მხიარულად ვმგზავრობდით და გვიხაროდა სიცოცხლე. მამუკო, (ასე ვეძახდი) ძალიან მომენატრები შენი დიდი გულით, ნიჭით და იუმორით. ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.

„პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90-იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა. არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმრერა... მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ჰქონდა იყო მამუკა ონაშვილი. ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ისედაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი....“,- წერს სტეფანე.

„როგორ გვინდოდა ყველას ჩვენი საყვარელი Mamuka Onashvili, რომ გადარჩენილიყო! მამუკა გვაპატიე ყველას, ვინც ბოლომდე არ მოგეფერეთ და ხშირად არ გახსენებდით, რომ მაგარი ადამიანი ხარ, ბევრი ღირსებით, რამდენ ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს! ყველას ძალიან დაგვაკლდები! ღმერთმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი, საიდანაც ვიცი ყველა შენიანისთვის და შენი ქვეყნისთვის ილოცებ!“,- წერს ნოე სულაბერიძე.

„ვაი მამუკაა, როგორ მეგონა, რომ გადარჩებოდი“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

„ძალიან ვწუხვარ! მამუკა ონაშვილი აღარ არის! ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული!“,- წერს ნინო სურგულაძე. 

„სამწუხაროდ, მხვდა წილად რომ გამეგო - გაგვიფრინდა ჩვენი ფუმფულა ბიჭი.. გულმა ვეღარ გაუძლო, გაჩერდა და... ძალიან ცუდია, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, აღარ გვყავს მამუკა ონაშვილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, სამეგობროს, არა მარტო ამ ქვეყანას, ძალიან ბევრ ქვეყანას, სადაც მამუკას იცნობდნენ და უყვარდათ“, - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

“სამწუხაროდ, ეს ტკბილი კაციც წავიდა, მშვიდობით მამუკა”, – წერს ოთო ნემსაძე.

„მშვიდობით ჩემო ფუმფულა მეგობარო“,- წერს ვახო ბიჭიკაშვილი.

„მამუკა, როგორ დაგვწყვიტე გული საოცრად კეთილო და კარგო ადამიანო“,- წერს ნინო ჩხეიძე.