კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დისშვილს, თეონა უსტიაშვილს ესაუბრა.
„მამუკა მეგობრებთან ერთად ნატახტარში, რესტორანში იმყოფებოდა. შემდეგ მანქანაში რომ ჩასხდნენ, 22 წლის ბიჭი დაეჯახა, „შკოდით“ მოძრაობდა, სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა. ესენი გადაყირავდნენ... საჭესთან მამუკას მეგობარი იჯდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მრავალი მოტეხილობა აქვს. ისიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
მამუკას მუცლის ღრუ აქვს დაზიანებული, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ნეკნებიც დამტვრეული აქვს და ხერხემლის რამდენიმე მალაა დაზიანებულიო. წნევას ვერ ურეგულირებენ, ხან მაღლა ადის, ხან ჩამოდის... იმ მანქანაში როგორ გადარჩა, არავინ იცის.. კუჭის ოპერაცია აქვს ადრე გაკეთებული და ნახეთქი გაუჩნდა, სადაც სისხლი ჩაიღვარა. მთავარია, კრიტიკული დღე-ნახევარი გადავაგოროთ“, - ამბობს თეონა უსტიაშვილი.