პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მის გარდაცვალებას მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რა საშინელებაა, ჩვენი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად. ერთად ბევრი კარგი მოგონება გვქონდა, რეგიონებში გვიწევდა სიარული კონცერტებით.
მამუკას მანქანით დავდიოდით ერთ შავი ჯაყჯაყა ემელი ჰყავდა, ხან ლუქი არ მუშაობდა, ხან კარის საკეტი, ერთხელ წვიმაში ვიარეთ სულ გავილუმპეთ და ისე მხიარულად ვმგზავრობდით და გვიხაროდა სიცოცხლე.
მამუკო, (ასე ვეძახდი) ძალიან მომენატრები შენი დიდი გულით, ნიჭით და იუმორით. ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.