მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
მომღერალი აჩი ფურცელაძე მამუკა ონაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
„სამწუხაროდ, მხვდა წილად რომ გამეგო - გაგვიფრინდა ჩვენი ფუმფულა ბიჭი.. გულმა ვეღარ გაუძლო, გაჩერდა და... ძალიან ცუდია, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, აღარ გვყავს მამუკა ონაშვილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, სამეგობროს, არა მარტო ამ ქვეყანას, ძალიან ბევრ ქვეყანას, სადაც მამუკას იცნობდნენ და უყვარდათ“, - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.
ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.