1732262182
„გაუმჯობესება არ არის... მდგომარეობა უმძიმესია“ - ლევან რატიანი მამუკა ონაშვილზე
მომღერალი მამუკა ონაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„გაუმჯობესება არ არის, პირიქით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, კრიტიკულია“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
„მამუკას მუცლის ღრუ აქვს დაზიანებული, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ნეკნებიც დამტვრეული აქვს და ხერხემლის რამდენიმე მალაა დაზიანებულიო. წნევას ვერ ურეგულირებენ, ხან მაღლა ადის, ხან ჩამოდის... იმ მანქანაში როგორ გადარჩა, არავინ იცის.. კუჭის ოპერაცია აქვს ადრე გაკეთებული და ნახეთქი გაუჩნდა, სადაც სისხლი ჩაიღვარა. მთავარია, კრიტიკული დღე-ნახევარი გადავაგოროთ“, - ამბობს თეონა უსტიაშვილი.