პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მამუკა ონაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
„პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90-იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა. არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმღერა...
მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ჰქონდა, იყო მამუკა ონაშვილი. ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.
მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ისესდაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი....“, - წერს მომღერალი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.
ტრაგიკულად გარდაცვლილ მეგობარს და კოლეგას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან...