პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყოველ მეხუთე ადამიანს ეშინია ფრენის. ეს ადამიანის ნორმალური რეაქციაა. სამწუხაროდ ასეთ პანიკურ დამოკიდებულებას მოხერხებულად იყენებს მსოფლიო კინემატოგრაფი, რომელიც საშინელი ავიაკატასტროფის სცენებს დგამს. ერთ-ერთი პოპულარული მოტივი–ჰერმეტიზაციის დარღვევაა დიდ სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავის კარის გაღების შედეგად. სინამდვილეში, რა მოუვათ მგზავრებს, თუ თვითმფრინავის ბორტზე კარი ან ილუმინატორი მართლაც გაიღო? ემუქრებათ თუ არა მათ სიკვდილი?
საქმე საიმედო საკეტებში ან დაშვების კონტროლის სისტემებში არაა.
დიდ სიმაღლეზე თვითმფრინავის ბორტზე ხდება ჰაერის ნაკადის კოლოსალური დაწოლა დიდი სიჩქარით მოძრაობის გამო. ადამიანს მსგავსი რამ შეუძლია გამოცადოს, მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან ხელის გამოყოფით. ამ შემთხვევაში ჰაერის ნაკადი უკან აწვება ხელს. დიდ სიმაღლეზე წნევის ძალა ბევრად მაღალია, რადგან მოძრაობის სიჩქარე ბევრად დიდია.
თვითმფრინავის აფრენის შემდეგ კარი რომ გააღო, არაადამიანური ძალაა საჭირო. წნევა ისეთია, თითქოს კარს რვა ტონიანი ფილა აწვება გარედან. ვერც ხელით, ვერც მექანიკურად, ფრენის დროს კარის გაღება შეუძლებელია.
ამ ეფექტის გამოყენებით, უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო ხომალდებზე ყველა კარის დაპროექტება განსაკუთრებულად ხდება: თვითმფრინავის კარი ბოთლის საცობივითაა-იგი შესასვლელის „ჩარჩოზე“ დიდია. აფრენის დროს, გარედან ჰაერის ნაკადის უდიდესი დაწოლის შედეგად კარები ჰერმეტულად იკეტება. იგი ისეა მოწყობილი, ბორტის შიდა წნევამ ოდნავაც, რომ მოიმატოს, არ გაიღება, სანამ წნევა ნორმამდე არ დაიწევს, ანუ კარის შიგნიდან გაღება შეუძლებელია. თვითმფრინავის კარი ყოველთვის ორიენტირებულია მოძრაობის მიმართულებაზე, რათა ჰაერის ნაკადი აფრენის მომენტიდან მუდმივად აწვებოდეს კარს გარედან.
ყველა შემთხვევა, როცა მგზავრებს თვითმფრინავის კარი შიგნიდან გაუღიათ, ეს ან აფრენამდე მოხდა, ან დაშვების შემდგომ. ჰაერში ამის გაკეთება შეუძლებელია.
ავარიული გაღება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით შეკუმშული ჰაერის მიწოდებით, წნევის გათანაბრება რომ მოხდეს. ამ სისტემის მართვა კი მხოლოდ ეკიპაჟის პასუხისმგებელ წევრს შეუძლია.