პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ადამ რაინერი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ერთდროულად ჯუჯაც იყო და გიგანტიც. ის 1899 წელს, ავსტრიაში, არაფრით გამორჩეულ ოჯახში, დაიბადა. ადრეულ ასაკში რაიანერისთვის რაიმე ფიზიკური დეფექტის შემჩნევა თითქმის შეუძლებელი იყო.
ადამმა სიმაღლეში ზრდა მოზარდობის დროს შეწყვიტა, 15 წლის ასაკში მის სიმაღლე 1.30 სმ იყო, ამის მიუხედავად ადამს გრძელი ხელები და დიდი ზომის ფეხები ჰქონდა.
მისი ოცნება იყო პირველ მსოფლიო ომში ფრონტის ხაზზე ებრძოლა, თუმცა სიმაღლის გამო მას ამის უფლება არ მისცეს. ერთი წლის შემდეგ ადამმა კვლავ სცადა ბედი, თუმცა განუცხადეს, რომ ომში მისნაირი ჯარისკაცი არ სჭირდებოდათ და უმჯობესი იქნებოდა თუ სახლში წავიდოდა, ბევრ ფაფას შეჭამდა და ექიმს გაესინჯებოდა. ბუნებრივია ასეთმა დამოკიდებულებამ ადამის სულიერ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.
19 წლის ასაკში ადამის სიმაღლე 1.40 სმ იყო, ხოლო ფეხის ზომა 43 ჰქონდა, რაც მის გარეგნობას სასაცილოს ხდიდა. ამ დროს ადამმა მესამედ სცადა მონაწილეობა მიეღო პირველ მსოფლიო ომში, თუმცა კვლავ განუმარტეს, რომ ის ჯუჯა იყო და არ გამოდგებოდა სამხედრო სამსახურისთვის.
26 წლის ასაკში ადამმა სიმაღლეში ზრდა დაიწყო, რამდენიმე წელში მისმა სიმაღლემ 1.80 სმ-ს მიაღწია. 30 წლის ასაკში უკვე 2. 18 სმ იყო და ის კვლავ იზრდებოდა.
ადამი შემთხვევის გამო მალე მოექცა, როგორც ექიმების, ასევე მეცნიერების ყურადღების ქვეშ. ის საავადმყოფოების მუდმივი სტუმარი გახდა და გამოკვლევებზე არასდროს არ ამბობდა უარს. მსოფლიოს საუკეთესო ექიმები ცდილობდნენ გაეგოთ თუ რას შეიძლება გამოეწვია მისი ზრდა. ადამ მუდმივად სტკიოდა ხელები, ფეხები და ზურგი, დაუქვეითდა მხედველობა, დაეწყო გულის პრობლემები, მარცხენა ყურში აღარ ესმოდა.
საბოლოოდ ექიმებმა ადამის თავში სიმსივნე აღმოაჩინეს, რომელიც თანდათან იზრდებოდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ სწორედ სიმსივნე ახდენდა ადამის სიმაღლეში ზრდაზე გავლენას. თუმცა ექიმები ვერ ხსნიდნენ თუ რატო იყო ადამი ჯუჯა. ექიმებმა სიმსივნე წარმატებით ამოჭრეს, თუმცა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ადამს სიმაღლეში ზრდა უბრალოდ შენელდა და სრულად არ შეუწყვეტია.
ადამის ხერხემალმა წონას ვეღარ გაუძლო და მოიხარა, საბოლოოდ კი ის საწოლს მიეჯაჭვა. ადამი 51 წლის ასაკში, 1950 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე მისი სიმაღლე 2.34 სმ-იყო. ადამის უკანასკნელი მოთხოვნა იყო, რომ მისი სხეული დაეწვათ. ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამის უკანასკნელი სურვილი შეესრულებინათ.