პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლ კარასონ ნამდვილად არ იყო „სნურფების“ ტომიდან, რადგან მას გალურჯების სხვა ისტორია აქვს.
რამდენიმე წლის წინ პოლ კარასონს სახეზე დერმატიტი გაუჩნდა, რის გამოც მკურნალობის ალტერნატიულ გზას მიმართა და ყოველდღიურად კოლოიდური ვერცხლის მიღება დაიწყო.
კარასონის სახეზე სილურჯე პირველად მისმა მეგობარმა შენიშნა. თავდაპირველად მას ლაქები მხოლოდ სახეზე გაუჩნდა, მოგვიანებით კი მთელ სხეულზე გავრცელდა. ექიმების ვარაუდით, მან იმდენი კოლოიდური ვერცხლი მიიღო, რომ შინაგანი ორგანოებიც კი გაულურჯდა.
დროთა განმავლობაში კაცმა ვერცხლის მიღება შეამცირა და დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ხსნარს სვამდა, თუმცა კარასონის კანი ჩვეულ ფერს არ დაუბრუნდა. ამ მდგომარეობას არგირია ეწოდება.
სამწუხაროდ კანის სილურჯემ პოლ კარასონის ცხოვრება გაართულა. 2012 წლისთვის მან თქვა, რომ უჭირდა სამსახურის შოვნა, რადგან დამსაქმებლებს არ სურდათ ლურჯი ადამიანის დაქირავება. ადამიანები მას უცნაურად აღიქვამდნენ და ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. კარასონს გულის პრობლემები დაეწყო და პროსტატის კიბო დაემართა. ის 2013 წელს 62 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.