ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს გენეტიკურად მამისგან და რა - დედისგან, - ამ თემაზე გენეტიკოსი მაკა ჭიპაშვილი გადაცემაში "შუადღე" საუბრობს.
"ვინაიდან, ქალს ორი X ქრომოსომა აქვს, ერთი X კიდევ ძალიან ბევრ გენს შეიცავს, შეიძლება ითქვას, რომ დალტონიზმი, ჰემოფილია, იქთიოზი X-თან შეჭიდულია და ბავშვს დედის ხაზით გადაეცემა. მამაკაცების შემთხვევაში, დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან მწირია. ერთადერთი სქესის მკვეთრად დეტერმინირებაა. ამავდროულად, მიტოქონდრია დნმ-ს შეიცავს, ის კვერცხუჯრედშია. აღმოჩნდა, რომ ის ბევრ კუნთოვან დაავადებას ხელს უწყობს. ამიტომ, დედისგან ამ მხრივ უფრო მეტი დაავადება გადადის.
ასევე, საუბრობდნენ, რომ ბებიისგან, დედის ხაზით, ბავშვს მემკვიდრეობით ინტელექტუალური მონაცემები გადაეცემა, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი მტკიცებულებებია, ასე არ არის",- ამბობს გენეტიკოსი.