„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
შსს-ს იურისტი, სალომე ქირია სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა თამარ გიორგაძე. გიორგაძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
"ქალბატონი თამარის მიმართ ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მისი ქმედება შეიცავდა როგორც წყევლას, ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც მიემართებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. პროცესის ფარგლებში არაერთხელ განვიხილეთ ეს საკითხი. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილებების საფუძველზე, სხვა დროს წყევლა ნამდვილად შეფასებულა სიტყვიერ შეურაცხყოფად და ამაზე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები.
რაც შეეხება სახდელის სახეს, სასამართლომ განსაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის რაოდენობას თავად სასამართლო განსაზღვრავს. რადგან დადასტურდა ნათლად ქმედების არსებობა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები აღნიშნულს და სასამართლოს მიერ სწორად შეფასდა წარმოდგენილი მტკიცებულება", - განაცხადა შსს-ს იურისტმა, სალომე ქირიამ.