გენერალურ პროკურატურას უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია

პროკურატურა

საქართველოს გენერალურ პროკურატურას სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაცია ეწვია.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, უზბეკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამართალდამცავი აკადემიის დელეგაციის წევრები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების, ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფისა და პლატფორმის იმპლემენტაციის ნაწილში საქართველოს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, დელეგაციის წევრები ასევე ქვემო-ქართლის საოლქო პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის - 112, პოლიციის აკადემიის, დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სახალხო დამცველის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.