ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბატონი გივი ბასილაძის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
გივი ბასილაძე 40 წელზე მეტი ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. იყო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორი, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო კვლევებს. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია 90-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სასწავლო-მეთოდური პუბლიკაცია. მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აგრარული მეცნიერების განვითარებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.