ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში 77 წლის ელიბო ხიზანიშვილს ეძებენ.
მამაკაცი 28 ივნისს, დილის საათებში გავიდა სახლიდან.
მან ოჯახს დაუბარა, რომ ტყეში სოკოს საკრეფად მიდიოდა, თუმცა, საღამოს სოფელში დაბრუნდა მხოლოდ ცხენი, რომლითაც მამაკაცი ტყეში წავიდა.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთმა ნაცნობმა ნახა. მისი თქმით, ხიზანიშვილმა უთხრა, რომ სოკო ვერ იპოვა და ტყის სხვა ნაწილში უნდა გადასულიყო.
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.
თუ ვინმეს ელიბო ხიზანიშვილის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, ოჯახი სთხოვს, დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე: 592 015 150