„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
უდიდესი ფერწერული ტილოების გარშემო ლეგენდები და იდუმალი ისტორიები ყოველთვის არსებობს.
და ვინჩის "საიდუმლო სერობაზე" დიდი ხანია მეცნიერებისთვის ერთი დიდი თავსატეხია. ნაწილი ამტკიცებს, რომ ნამუშევარი უდიდეს საიდუმლოს ინახავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მასზე მუსიკალური ნოტებია დატანილი.
ასეა თუ ისე, და ვინჩის ეს ქმნილება დღემდე ერთ-ერთი შეუფასებელი და უძვირფასესი ექსპონატია, რომლის შექმნასთანაც არაერთი ამბავი თუ ლეგენდაა დაკავშირებული.
მისი შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. მან იდეალური მოდელების ძებნა დაიწყო და მიაგნო კიდეც.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ხატვა თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდასთვის გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი კი უკვე აჩქარებდა.
ლეონარდო მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში დადიოდა, ადამიანების სახეებს აკვირდებოდა და დიდი ხნის ძიების შემდეგ მან მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, იგი ტაძარში წაეყვანათ. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება. მამაკაცი უგონოდ მთვრალი იყო და ვერ აცნობიერებდა სად მოხვდა.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!- კი მაგრამ, საიდან? - გაუკვირდა ლეონარდოს.- სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა...