100 წლის ბებოს Instagram-ის პოსტები ბილბორდებზე განათავსეს
1731000411
მანანა ხორბალაძეს "პრაიმტაიმის" მკითხველი იცნობს. ის წმინდა მამა გაბრიელის სულიერი შვილია და ანტვერპენში ცხოვრობს. თუ მისი ინტერვიუ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და გაიგოთ, როგორ ეხმარება წმინდა მამა დღემდე.
ქალბატონი მანანა თბილისში სტუმრობისას, მამა გაბრიელის აშენებულ პატარა სამლოცველოში მივიდა, სადაც მას წმინდანის ოჯახის წევრები და დედა პარასკევა დახვდნენ.
აი, რას წერს ის „ფეისბუკზე“:
„მამა გაბრიელის ხელით ნაშენები ეკლესია.
ნაგავსაყრელებიდან მოტანილი ყოველი ხატი, ნალოლიავები და საპატიო ადგილას დაბრძანებული აქვს, რომელთაგანაც უდიდესი მადლი მოედინება.
კიდევ ერთხელ შევიგრძენი ჩემი ტკბილი მოძღვრის სურნელი, როდესაც დედა პარასკევამ მომახვია მისი მანტია და ქუდი დამაფარა, ხოლო ტაძარში მისმა დისშვილმა სადღესასწაულო მანტიაში შემფუთა, თან მითხრა, რომ არ გარეცხილა და ამიტომაც მეტად აქვს მამა გაბრიელის სურნელიო.
ეს საოცარი მომენტია. თითქოს ისევ შენ გვერდით არის ჩვენი უდიდესი სულის მკურნალი.
თვალს ხუჭავ და ბრუნდები იმ საოცნებო წარსულში, როდესაც გვმოძღვრავდა, როდესაც სულგანაბულები ვუსმენდით, მისი ბაგეებიდან ამოსულ ღვთიურ სიბრძნეს.
თვალის გახელის შემდეგ რეალობაში ბრუნდები, გრძნობ, რომ ის უხილავად შენთან არის და უდიდესი მადლით აღვსილს გისტუმრებს სახლში.
ამ დროს გამახსენდა მისი სიტყვები: „მე არ მიგატოვებთ, მუდამ თქვენთან ვიქნები. მომიხმეთ და მაშინვე თქვენთან გავჩნდები. მე თქვენს სიყვარულს უფალს ავუტან და ტახტთან დავუგებ“.