1726679270
ქართველი ლეგენდები მილანის ლეგენდების წინააღმდეგ - თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართება
21 სექტემბერს, 19:00 საათზე მიხეილ მიხეილ მესხის სტადიონზე, ქართველი ლეგენდები მილანის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.
ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ პრეზიდენტთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით მილანში იმყოფება. საუბრის თემა სწორედ ლეგენდების მატჩია.
კახა კალაძის განცხადებით ქართველ გულშემატკივარს ლეგენდარული საფეხბურთო მატჩი ელოდება.
თბილისის მერი, მილანის ფეხბურთის მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც მან მისი სპორტული კარიერა გაიხსენა.
„ხედავ შენს განვლილ წლებს, კონკრეტული მოგებული თასებით. ახლა ვიმყოფებით მილანის მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მოგებული. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მომეცა შესაძლებლობა საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა ამ გუნდთან ერთად და საუკეთესო დონეზე. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. ეს არის თითოეული ფეხბურთელის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.