ქალი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, იპოვეს

ირმა

47 წლის ირმა სადაღაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებენ, იპოვეს. როგორც „პრაიმთაიმს“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, ირმა თანასოფლელის სარდაფში იმალებოდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„ირმა ხელოვანი, უკეთილშობილესი და განათლებული გოგოა. თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ოჯახური პრობლემების შემდეგ ბინა გაყიდეს და სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად. ბოლო 4 წელია რაც ქვახრელში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ჯანმრთელობის პრობლემები კი ბევრად ადრე დაეწყო. ჩვენ, წლების წინათ 8 წლის ბიძაშვილი დაგვეხრჩო მდინარეში. ამ ამბავმა მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა.

ირმას, ძალიან უყვარდა მამა, რომელიც მოულოდნელად გარდაეცვალა. მაშინაც დიდი სტრესი მიიღო. 90-იან წლებში მის მეზობლად დიდი ხნის გარდაცვლილი მიცვალებულები იპოვეს. ერთხელ სადარბაზოში დაუხვდნენ და ჩანთის წართმევა სცადეს... ყველაფერმა ერთიანად იმოქმედა მასზე და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა... ძალიან მგრძნობიარე გოგოა და ყველაფერს ემოციურად განიცდის... სუიციდზე არასდროს უფიქრია, პირიქით, ამბობდა, ამას რომ აკეთებს ადამიანი, იმ ქვეყნად საყვარელ ადამიანს ვერასდროს ნახავსო. მას კი ისე უყვარდა მამა, რომ მისი იმ ქვეყნად ნახვის სურვილი მგონია, რომ ამ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა.

ფსიქოლოგიური პრობლემების გარდა კუჭიც აწუხებდა. დაუძლურებული იყო და მკურნალობდა. ვფიქრობთ, რომ დიდ მანძილს ფეხით ვერ გაივლიდა...“- უყვებოდა დაკარგული ქალის ნათესავი „პრაიმთაიმს“.