„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
დონეცკის ოლქის მკვიდრი, 14 წლის როსტისლავი დნეპრის საავადმყოფოდან გაიქცა, რათა ეპოვა თავისი ნათესავები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩნდნენ. ბიჭი ადგილობრივმა პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მოზარდი ქალაქში დაიკარგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბიჭი ოჯახთან ერთად დონეცკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. დაბომბვის შემდეგ კი ბიჭს ჭურვის ფრაგმენტი მხარში მოხვდა.
უკრაინელმა სამხედროებმა ახალგაზრდა გადაარჩინეს და კრამატორსკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭრილობა მძიმე იყო, რის გამოც დაჭრილი სამკურნალოდ დნეპრში გადაიყვანეს.
როსტისლავი ქალაქში ახლობლების გარეშე მარტო აღმოჩნდა.
საავადმყოფოში ყოფნიდან ერთი კვირის შემდეგ, 14 წლის ბიჭმა გადაწყვიტა გაქცეულიყო და სახლში მარტო წასულიყო - დედასთან, ძმებთან და დებთან.
პოლიციამ მას საკვები უყიდა, ბიჭი კი მათ დაჰპირდა, რომ საავადმყოფოდან აღარ გაიქცეოდა. ამასთან, პოლიციამ დაიქირავა მოხალისეები, რომლებიც დაეხმარნენ მას ტანსაცმლისა და ტელეფონის შეძენაში.
„შესაბამისი სამსახურები ეხმარებიან მას მიმღები ოჯახის პოვნაში. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად დადგება დღე, როცა ის სახლში ოჯახთან დაბრუნდება ", - აცხადებენ პოლიციაში.