„ღამის 3 საათზე სიზმარი ვნახე, რომ ეს ბიჭი კვდებოდა... გავაღვიძე „ხაზეიკა“ და ფეხით წავედით საავადმყოფოში...“ - ლევან რატიანი პირველ პაციენტზე

ლევანი

„რუსთავი 2“-ის გადაცემას „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სტუმრობს. ის იხსენებს, როგორ გადაარჩინა პაციენტი. 

„პირველი გადარჩენილი პაციენტი. ეს იყო პაციენტი, რომელთანაც იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. გადარჩენას არავინ არ ელოდა. ღამე სიარულის ძალიან მეშინია, დღემდე... მორიგეობის შემდეგ ვერ დავიძინე და ღამის 3 საათზე სიზმარი ვნახე, რომ ეს ბიჭი კვდებოდა, გავაღვიძე „ხაზეიკა“ და ვთხოვე ცოტა გამყევი რესპუბლიკურამდე-თქო. რომ მივედი წნევა არ იზომებოდა, კრიტიკული იყო და მაგის მერე გადავწყვიტე თუ ეს ვერ გადარჩებოდა მე ექიმი აღარ ვიქნებოდი და გადარჩა“,- ამბობს ლევან რატიანი.