პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომლითაც ფარმაცევტებს, ბლოგერებს და ფეისბუქ ჯგუფების წევრებს მიმართავს.
,,გამარჯობა,
კიდევ ერთხელ გთხოვთ ფარმაცევტებს, ბლოგერებს თუ უბრალოდ ფეისბუქჯგუფების წევრებს, პაციენტებს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და ნუ აშინებთ ვეროშპირონით.
ვეროშპირონი ანუ სპირონოლაქტონი არის ანტი-ანდროგენული მოქმედების მქონე პრეპარატი და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილია საზოგადოებაში როგორც "შარდმდენი" პრეპარატი, თუ შეიძლება მას ნუ მოიხსენიებთ როგორც ''შარდმდენ წამალს'' და მითუმეტეს ნუ შეიცხადებთ ''როგორ შეიძლება შარდმდენის დანიშვნა დერმატოლოგიაში'', იმიტომ რომ თქვენი არცოდნა პაციენტს აბნევს.
მედიცინა არ არის 'ორჯერ ორი უდრის ოთხს' მეცნიერება, ის ძალიან კომპლექსურია და მოითხოვს ძალიან დიდ სპეციფიკურ ცოდნას.
ასევე თხოვნა მაქვს ნუ ურჩევთ პაციენტებს სპირონოლაქტონთან ერთად მიკოელემენტების შემცველი პრეპარატების მიღებას, მაგალითად პანანგინის, რადგან პანანგინში კალიუმი შედის, ვეროშპირონი კი კალიუმ შემნახველია, ამ ორის ერთად მიღებით ჰიპერკალემიის (კალიუმის მომატების) რისკი იმატებს.
ერთი და იგივე მედიკამენტი, სხვადასხვა დოზით შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიების დროს, სხვადასხვა ეფექტის მისაღებად, ამის ცოდნა კი მხოლოდ ფეისბუქზე სადღაც ჯგუფში სტატუსის წაკითხვით ან აფთიაქში მიღებული ''კონსულტაციით'' არ ხდება.
ასე მაგალითად:
დერმატოლოგიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ფართოდ და ხშირად გამოყენებადი პრეპარატებია - მეთოთრექსათი და ციკლოსპორინი რომლებიც მრავალი დერმატოლოგიური დაავადებების დროს ინიშნება, როგორებიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ალოპეცია, პემფიგუსი და ასე შემდეგ.
პაციენტს ენიშნება აღნიშნული პრეპარატები შედის აფთიაქში მის შესაძენად და ადექვატური სამედიცინო განათლების არმქონე ფარმაცევტი ეუბნება: "უი ეს ხომ ონკო-პრეპარატია, რატომ გაქვთ თქვენ დანიშნული?"
რა თქმა უნდა ეს პაციენტს ძაბავს, იბნევა არ იცის რა ქნას. ზოგი რეკავს კითხულიბს, ზოგი ვერ ხვდება და უარს ამბობს წამლის მიღებაზე. ამით რა თქმა უნდა სერიოზული ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას.
ამის საპირწონედ კი - ათასი არაფრის მაქნის, ფეიკ, პოლიფარმაციულ, დასტად დაწერილ და დანიშნულ, ორი ერთნაირი ჯგუფის პრეპარატებზე არანაირი რეაგირება თუ შეფასება, არაფერს ვლაპარაკობ საერთოდ იმ ფაქტზე რომ ფარმაცევტმა ყურადღება ასევე უნდა მიაქციოს წამლის და წამლის ურთიერთქმედებას (drug-drug interaction)
ასევე მაგალითად:
ასპირინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.
ის შეიძლება დაინიშნოს გულ-სისხლძაღვთა დაავადებების დროს დაბალი დოზით - დღეში ერთხელ, ე.წ. ''სისხლის გამათხელებელი'' ეფექტის გამო.
თუმცა იგივე ასპირინი ანალგეზიური ეფექტისთვის ანუ ტკივილის გაყუჩებისთვის, შეიძლება დაინიშნოს იმ დაბალ დოზაზე ათჯერ მეტი დოზით დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.
ამ შემთხვევაში ვიღაცამ რომ თქვას ასპირინზე, როგორ შეიძლება ტკივილის დროს ''სისხლის გამათხელებლის'' დანიშვნაო.
ერთი შეფასებით ამ ყველაფერს განათლების დეფიციტით შექმნილი ტრაგიკომედია ჰქვია.
ჩემს პაციენტებს თუ რამე შეკითხვა გექნებათ შეგიძლიათ მომმართოთ.
დანარჩენებს კი შეგახსენებთ, რომ ვეროშპირონის მხოლოდ ''შარდმდენ წამლად'' მოხსენიებით მინიმუმ თქვენ გაუნათლებლობას უსვამთ ხაზს, მაქსიმუმ კი პაციენტს აყენებთ ზიანს რადგან აშინებთ და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სწორად დანიშნული მკურნალობის შესრულებაზე.
სამედიცინო განათლების მიღება არ ხდება გუგლში ან ვიკიპედიაში წაკითხულით, ან წამლის ანოტაციის წაკითხვით, ან ფეისბუქზე ბლოგერის მოსმენით.
სარწმუნო და სანდო სამედიცინო ინფორმაცია ფასიანი და ძალიან ძვირი ღირებულების, მის წაკითხვას და გაანალიზებას სპეციფიკური სამედიცინო განათლება სჭირდება.ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს თელია სოციალურ ქსელში.