დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობი მაკა შალიკაშვილი თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აუცილებელია მშობელმა ბავშვს მუდმივად შთააგონოს, რომ საუკეთესოა. მსახიობი მშობლებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს.
„საკუთარ თავს ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი. მინდა, ყველა მშობლის საყურადღებოდ ვთქვა, რომ გარშემო მყოფებს და პირველ რიგში, მათ, ბავშვის ცხოვრებაში ლომის წილი აქვთ ყველანაირი თვალსაზრისით. მაგალითისთვის, ჩემს მშობლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს იღბლიანობაში. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ეს ყველამ ვიცით. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემზე ამბობდნენ „ო, მაკა როგორი იღბლიანიაა“. „მაკას საოცარი იღბალი აქვს, სულ იგებს“. თამაში იქნება, სწავლა თუ რამე ელემენტარულის გაკეთება – ყველაფერთან მიმართებაში ეს სიტყვები მესმოდა. „დედა, ეს რომ გაიზრდება, ისეთი იქნება, ქვაზე რომ დასვა, იცხოვრებს“ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემს შესახებ სულ მესმოდა „ჩვენი იღბლიანი გოგო“ და მართლა იღბლიანი აღმოვჩნდი. ყოველთვის და ყველგან საინტერესო ხალხსა და სიტუაციებში ვხვდებოდი. მაგალითად, ავტობუსში რომ ავდიოდი, აუცილებლად მძღოლთან ჩამომიყალიბდებოდა ძალიან კარგი დამოკიდებულება.“ - ამბობს მსახიობი „თბილისელებთან“