შეიმუშავეს პრეპარატი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა
1774365162
დეკანოზ ბესარიონ მენაბდის შვილი, ნიკოლოზ მენაბდე სოციალურ ქსელში პატრიარქთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს.
„2006 წელი იყო. მე 13 წლის ვიყავი და მამაჩემს ვახლდი საპატრიარქოში. იმ დღეს პატრიარქთან შეხვედრა იმართებოდა — რამდენიმე მეუფე, დეპუტატი და მამაჩემი ესწრებოდნენ. მამაჩემმა მეც შემიყვანა შეხვედრაზე.
ყველანი წრიულად ვისხედით პატრიარქის ირგვლივ. საუბარი ერთ-ერთი ტაძრის მშენებლობას შეეხებოდა. პატრიარქი ყურადღებით უსმენდა თითოეულს, შემდეგ თავადაც საუბრობდა და ყველას აზრს ეკითხებოდა.
უცებ მე გამომხედა — 13 წლის ბავშვს — და მკითხა:
„თქვენ როგორ ფიქრობთ?“
იმდენად დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე. უბრალოდ გავოგნდი. მერე მამაჩემმა აუხსნა უწმინდესს, რომ მე უბრალოდ თან ვახლდი მამას.
იმ მომენტში ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მაოცებს ეს ამბავი — პატრიარქის უბრალოება და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არც ასაკს, არც თანამდებობას — ყველას ერთნაირი ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობოდა.
დიდი მადლობა, ჩვენო პატრიარქო, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაგიკეთებიათ",- წერს მენაბდე.