10 წლიანი მცდელობის შემდეგ, მამაკაცმა 2 მილიონი დოლარი მოიგო

ლატარია

კაცმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ლატარიას თამაშობდა, საბოლოოდ 2 მილიონი დოლარი მოიგო.

ამბავი ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მამაკაცი ამბობს, თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მიხვდა, რომ ჯეკპოტი მოიგო. 

მისივე თქმით,  მოგებულ თანხას საკუთარი სახლის შეკეთებას მოახმარს, ასევე გარკვეულ ოდენობას ეკლესიას გადასცემს.