პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით კუპატაძემ ჰოსპიტლის ადმინისტრაციას და სამედიცინო დაწესებულების სამსახურების ხელმძღვანელებს ჰოსპიტლის დირექტორი კობა შანავა წარუდგინა.
დავით კუპატაძემ კობა შანავას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო ჰოსპიტლის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა და სამედიცინო სერვისების განვითარება.
მედიცინის დოქტორი, პროფესორი კობა შანავა ქირურგი ტრანსპლანტოლოგია.
შანავა საქართველოში ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელია და მის სახელს უკავშირდება ღვიძლის გადანერგვის 100-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია ქვეყანაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის პირველი ცენტრის დაარსება საქართველოში, სიმსივნური პათოლოგიების დროს, 1000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია.
ქირურგიული საქმიანობის პარალელურად, კობა შანავას დღემდე არაერთი თანამდებობა ეკავა და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
ჰოსპიტლის ახლადდანიშნულ დირექტორს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში.
კობა შანავა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტია,ასევე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი და დარგის ექსპერტია.
ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციას, ამჟამად არის ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრი, და საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრი.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588